საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაზე რეზერვისტებს სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ტერიტორიული რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.