საქართველო ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს.
შეხვედრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და კონტრადმირალმა გახსნეს. პროგრამასა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრისას მათ, პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამხედრო სწავლებების ორგანიზებისა და აღსრულების კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის მიღწევებს შეაფასებენ და მომავალი წლის გეგმებს განიხილავენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე