საველე წვრთნები

12 ოქტომბერი 2025, 12:00 281 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა. დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.

62-ე საარტილერიო ბატალიონმა სამანევრო ქვედანაყოფების საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო რეიდი განახორციელა. საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე