საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვევით ბრიგადას 21 წლის იუბილე მიულოცა.
საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე