უკრაინის მიერ დონეცკზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულმა რეგიონის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა. პუშილინის თქმით, დაიბომბა ბაზარი და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
დონეცკი, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დიდი სამრეწველო ქალაქია,რომელიც 2014 წლიდან პრორუსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშაა.
2022 წელს რუსეთმა ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებთან ერთად, დონეცკის ოლქის ანექსია მოახდინა რეფერენდუმების შემდეგ, რომლებიც კიევმა და დასავლეთმა ფარსად გამოაცხადეს.