თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ დაემშვიდობა

01 ივლისი 2025, 09:02 86 ნახვა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარ ინსტაგრამგვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც ქართველი კალათბურთელი "ვირტუს ბოლონიას" ემოციურად დაემშვიდობა. 

"ძვირფასო ბოლონიელებო და "ვირტუსის" გულშემატკივრებო, ცხოვრებაში არის ეტაპები, რომლებიც მუდამ რჩებიან და ეს ერთ-ერთი მათგანია. როდესაც პირველად ბოლონიაში ჩამოვედი, არვიცოდი რა მელოდა. თუმცა რაც აქ დამხვდა, გაცილებით მეტია, ვიდრე კალათბურთი. ვიპოვე ქალაქი, რომელმაც მიმიღო. კლუბი, რომელსაც ჩემი სჯეროდა და ქომაგები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, როგორც აღმასვლა, ისე დაცემა, ეს ყველაფერი კი ამ ყოველივეს განსაკუთრებულს ხდის. აქ გუნდისთვის ყველაფერი გავიღე, რაც კი შემეძლო. მადლობა ბოლონია, რაც ერთად გავიარეთ, ყოველთვის მემახსოვრება. ეს დამშვიდობება არ არის, უბრალოდ მომავალ შეხვედრამდე. სიყვარულით თქვენი თოკო." - ნათქვამია ვიდეოში. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია "ვირტუსის" ღირსებას 2022 წლიდან იცავდა, ქართველმა კალათბურთელმა 2024-2025 წლის სეზონში იტალიის ჩემპიონობა იზეიმა, რაშიც შენგელიას წვლილი ძალიან დიდი იყო. ქართველი კალათბურთელი ფინალური სერიის MVP გახდა.

აქვე გეტყვით, რომ თორნიკე შენგელია კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი