საერთაშორისო ტურნირზე კრივში საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა

30 ივნისი 2025, 10:09 145 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი კრივში. შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 150 სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა მამაკაცთა შორის, დიდების კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც ეროვნული ნაკრებების ლიდერები მონაწილეობდნენ.

ჩვენი გუნდის ანგარიშზე 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ლუკა კუბლაშვილი, დემურ ქაჯაია, გიორგი ნატროშვილი, ბექა წერედიანი და ლუკა მაჭუტაძე. ვერცხლის მედალი სახილ ალახვერდოვმა მოიპოვა, ნიკიტა ბარამიძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაშიც საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი