მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში

27 ივნისი 2025, 10:34 73 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მერვედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია. მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ანგარიშით, 5:2 დაამარცხა.

ამავე ჯგუფში „ალ აინმა“ „ვიდადს“ 2:1 სძლია. შედეგად, G ჯგუფში პირველი ადგილი „სიტიმ“ დაიკავა, ხოლო მეორე – „იუვენტუსმა“. H ჯგუფი მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. ალონსოს გაწვრთნილებმა „ზალცბურგი“ 3:0 დაამარცხეს.

„ალ ჰილალმა“ 2:0 მოუგო „პაჩუკას“ და მეორე ადგილზე გავიდა.

მერვედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ: „პალმეირასი“ – „ბოტაფოგო“; „ბენფიკა“ – „ჩელსი“; პსჟ – „ინტერ მაიამი“; „ფლამენგო“ – „ბაიერნი“; „ინტერი“ – „ფლუმინენსე“; „ალ ჰილალი“ – „მანჩესტერ სიტი“; „რეალი“ – „იუვენტუსი“; „დორტმუნდი“ – „მონტერეი“. მატჩები 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში