კოლუმბიაში მეწყერმა 10 ადამიანი იმსხვერპლა

25 ივნისი 2025, 13:45 164 ნახვა

კოლუმბიის ქალაქ ბელოში მეწყერმა სულ მცირე 10 ადამიანი იმსხვერპლა. თხუთმეტი ადამიანი დაშავდა და კიდევ 15 დაკარგულად ითვლება.

მეწყრული პროცესები გუშინ დილით ადრე დაიწყო.

ხელისუფლებამ დროებითი თავშესაფრები მოაწყო სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სკოლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში