საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მშვილდოსნობაში

22 ივნისი 2025, 17:57 342 ნახვა

მშვილდოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა. ორდღიანი შეჯიბრება ბათუმში მიმდინარეობდა.

ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში 15, 18 და 21 წლამდელთა შორის ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 44 მშვილდოსანი მონაწილეობდა. 

გამორჩეულ მშვილდოსნებს შანსი საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისთვის მიეცემათ. 

ახლა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას, რომელიც  სლოვენიაში გაიმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი