ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე იგორ ჟესუსმა გაიტანა.
პარიზელები ორი ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან.
შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი „სიეტლ საუნდერსთან“ 23 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.