შეხვედრა ეთერ ლიპარტელიანთან

18 ივნისი 2025, 14:05 94 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატისას ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს პირველობაზე მოპოვებული ისტორიული ოქროს მედალი მიულოცა. მინისტრმა ძიუდოისტს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ტურნირებში გამარჯვებები უსურვა.

ეთერ ლიპარტელიანმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში