საერთაშორისო ტურნირზე კარატეში ,,OPEN GEORGIA 2025“ წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა სპორტსმენებმა. ჩვენი გუნდის ანგარიშზე სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
18 წლამდელთა შორის ტურნირის ჩემპიონი გახდა ლუკა შანთაძე, რომელმაც +18 ასაკობრივ კატეგორიაშიც იასპარეზა და იქაც ოქრო მოიგო.
ოქროს მედლის მფლობელი გახდა თამარ ცინცაბაძე, რომელიც 13-წლამდელთა კატეგორიაში ასპარეზობდა.
რაც შეეხება 11-წლამდელთა შორის მოასპარეზე დემეტრე ცინცაძეს, მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბათუმელი სპორტსმენები ტურნირისთვის მწვრთნელებმა ნიკოლოზ გოგუაძემ და ბექა ბინალიევმა მოამზადეს.