მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

17 ივნისი 2025, 14:08 92 ნახვა

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიწყო. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე ტურნირში პირველივე წრიდან ჩაერთო და პირველივე შეხვედრაში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და ბელორუსი ალიქსანდრ სიდორიკი დაამარცხა.

ორივე ქართველი ჯუდოკა მომდევნო ეტაპზე გავიდა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ტიტული ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, მანამდე კი ეთერ ლიპარტელიანმა პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში