თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალის მეორე მატჩში „ბრეშა“ 75:65 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ბოლონიელთა შემადგენლობაში თორნიკე შენგელია კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთი მოგება სჭირდება, მომდევნო მატჩი ბრეშაში 17 ივნისს გაიმართება.