ბათუმში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი — „შავი ზღვის თასი“ მიმდინარეობს . ტურნირი გუშინ გაიხსნა და დღეს ფინალური ორთაბრძოლებით დასრულდება. მასში სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირში განვითარებული მოვლენების გამო ვერ ჩაერთო ირანის გუნდი. ღონისძიება კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება , ბოლო რამდენიმე წელია ტარდება. დღეს ტურნირის გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს თასები და მედლები გადაეცემათ.