მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ქართველი ტიტულოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს

13 ივნისი 2025, 11:53 117 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს შეხვდა. პლანეტის პირველობაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 13 ქართველი ძიუდოისტი - ცხრა კაცი და ოთხი ქალი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 20 ივნისს გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ, გურამ თუშიშვილი ვერცხლს, ვაჟა მარგველაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ დრეს ქართველთაგან 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში