ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველომ გამარჯვებით დაიწყო

12 ივნისი 2025, 09:28 145 ნახვა

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ მატჩში პოლონეთი 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 55-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ნოდარ ლომინაძემ ანგარიში გახსნა. 73-ე წუთზე მსაჯმა პოლონელების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა და იაკუბ კალუზინსკიმ წონასწორობა აღადგინა.

94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა ვასილიოს გორდეზიანმა გოლით დაასრულა და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება და სამი ქულა მოუტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მაისურაძე დაასახელეს. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა და პორტუგალიამ ფრედ 0:0 ითამაშეს. საქართველოს ნაკრები პირველი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ მომდევნო მატჩს 14 ივნისს საფრანგეთის ნაკრებთან გამართავენ.

შეხვედრა ჟილინაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში