ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ევრო 2025-ს პოლონეთთან მატჩით იწყებენ

11 ივნისი 2025, 09:05 146 ნახვა

პოლონეთთან ევროპის ჩემპიონატის მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჟილინას სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდმა 2025 წლის ტურნირზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშში მონაწილეობა განაცხადში მყოფმა ყველა ფეხბურთელმა მიიღო. საქართველოს ნაკრები ევრო 2025-ზე პირველ შეხვედრას დღეს ჟილინას სტადიონზე გამართავს.

ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

14 ივნისს საქართველო საფრანგეთს, 17 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში