ფარიკაობაში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გრძელდება. ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატში სხვადასხვა რეგიონის 100-ზე მეტი მოფარიკავე მონაწილეობს. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში ხმალსა და რაპირაში ტარდება .