ვახტანგ ახობაძე სამგზის ევროპის ჩემპიონია

07 ივნისი 2025, 14:49 97 ნახვა

რუმინეთში გამართული პარამკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი ვახტანგ ახობაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა პარასპორტსმენმა ტრადიციულად ყველა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ოქროს მედალი მოიპოვა. საფინალო შეხვედრაში ახობაძემ უკრაინელი დმიტრო ლუციშინი ორივე ცდაზე დაამარცხა, და კარიერში ევროპის ჩემპიონის ტიტული მესამედ აღმართა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში