აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაბლოკა

05 ივნისი 2025, 13:58 158 ნახვა

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო. რეზოლუციის პროექტი ღაზაში ცეცხლის „დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი შეწყვეტის“ გარდა, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდა.

„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არცერთ ზომას, რომელიც „ჰამასს“ არ გმობს და მას იარაღის დაყრისკენ და ღაზის სექტორის დატოვებისკენ არ მოუწოდებს“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში