ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

05 ივნისი 2025, 09:18 200 ნახვა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი უცხოელი „ტერორისტების“ და  უსაფრთხოების საფრთხეებისგან თავის დასაცავად იყო საჭირო.

აღნიშნული ქვეყნებია ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგო, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.

სხვა შვიდი  ქვეყნის: ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთის და ვენესუელის მოქალაქეების აშშ-ში შესვლა ნაწილობრივ შეიზღუდება.

გადაწყვეტილება ძალაში შედის 9 ივნისს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ თარიღამდე გაცემული ვიზები არ გაუქმდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში