საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ამხანაგურ შეხვედრას ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ფარერის კუნძულების წინააღმდეგ მატჩი შემდეგ საქართველოს ნაკრებიდან გულშემატკივარი გიორგი ლორიას გააცილებს.
როგორც გამოცდილმა მეკარემ აღნიშნა, 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 39 წლის ფეხბურთელის დებიუტი „ჯვაროსნების“ რიგებში 2008 წელს შედგა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით 78 შეხვედრა ჩაატარა.