სტამბოლის ჩირაგანის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები იგეგმება, უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. შეხვედრის ადგილზე, ასევე ბოსფორის სრუტის გასწვრივ, რომელიც სასახლის გვერდით მდებარეობს, პოლიცია პატრულირებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, უკრაინული დელეგაცია უკვე სტამბოლში იმყოფება მოლაპარაკებებისთვის.
რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო.