გაეროში პალესტინის ელჩმა ღაზაში ბავშვების დაღუპვის შესახებ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა

29 მაისი 2025, 11:45 429 ნახვა

პალესტინის ელჩი  გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე ემოციური მიმართვით წარსდგა. პალესტინელი ბავშვების ტანჯვის აღწერისას ცრემლები ვერ შეიკავა.

ისრაელმა სამხედრო კამპანია ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელის თემებზე ჰამასის ბოევიკების თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო, რომლის დროსაც ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევალი გაიტაცეს ღაზაში.

ღაზის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის სამხედრო კამპანიამ ღაზაში  54 ათასზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა და სექტორის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში