''ტესლას'' აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ფედერალური მთავრობის რესტრუქტურიზაციის ხმაურიანი პერიოდის შემდეგ ტოვებს, დაადასტურა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მან როიტერს განუცხადა, რომ მასკი ადმინისტრაციას ტოვებს და მისი „გათავისუფლება დღეს საღამოს დაიწყება“.
მასკმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ნდობისთვის. მისი, როგორც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, ვადა იწურება - დაწერა მან იქს-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მასკის, როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, 130-დღიანი მანდატი დაახლოებით 30 მაისს იწურებოდა.