ბრაზილიის ქალაქ რიოში გამართულ G-2-ის კატეგორიის ღია ტურნირზე პარატაეკვონდოში წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვეს.
ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ანა ჯაფარიძე ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ვიცე-ჩემპიონის ტიტული ლია ჩაჩიბაიამ და გიორგი ნიკოლაძემ მოიპოვეს, ნატა ოჩიგავა კი ბრინჯაოს დასჯერდა.