„სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის” - კონფერენცია

27 მაისი 2025, 14:15 101 ნახვა

„სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დისციპლინაში მომუშავე პროფესიონალების - სპორტული მიმართულებით ექიმების, ფიზიოთერაპევტების, მწვრთნელებისა და მკვლევრების - ერთმანეთთან დაკავშირებას; დააჩქაროს თანამედროვე სამეცნიერო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვა; ხელი შეუწყოს რეგიონისთვის ახალი კლინიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების ჩამოყალიბებას.

ღონისძიება ასევე ხელს უწყობს სპორტული მედიცინის სფეროში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარებას და დისკუსიებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა პრევენცია, რეაბილიტაცია, ფიზიოლოგიური შეფასება და ინოვაციური თერაპიული მიდგომები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში