სერგეი ლავროვი უკრაინაზე

24 მაისი 2025, 14:50 131 ნახვა

სერგეი ლავროვის  განცხადებით, როგორც კი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესი დასრულდება, რუსეთი მზად იქნება უკრაინას გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელიც კონფლიქტის მოგვარების შესახებ „მდგრადი, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი შეთანხმების“ პირობებს წარმოადგენს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ისინი შეთანხმების მეორე ნაწილზე აქტიურად მუშაობენ, ვინაიდან ის გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად პროექტის მომზადებას გულისხმობს. ამ  დოკუმენტის შემუშავებაზე მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში