საერთაშორისო ეთნოსპორტის ფესტივალი სტამბოლში

23 მაისი 2025, 10:04 105 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრი სტამბულში ეთნოსპორტის მეშვიდე ფესტივალს ესწრება.  ფესტივალის ფარგლებში შალვა გოგოლაძე მსოფლიო ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ნეჩმედინ ბილალ ერდოღანს შეხვდა. 

ისაუბრეს  ეთნოსპორტის განვითარებაზე საქართველოში. ასევე იმსჯელეს შესაძლო საერთო პროექტებზე,  რაზეც ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა. სტამბულში მიმდინარე ეთნოსპორტის ფესტივალს 20 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი ცხენოსნებიც მიიღებენ, რომლებიც 23 მაისს ქართულ ტრადიციულ სახეობებს - ცხენბურთსა და ისინდს წარმოადგენენ.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში