საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის, სადაც რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან, 4 ივნისს კი რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 8 ივნისს საქართველოს ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები C ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასა და პოლონეთთან ერთად მოხვდა.
მატჩები ჟილინასა და ტრენჩინში გაიმართება.