ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

22 მაისი 2025, 09:51 88 ნახვა

ვაშინგტონში ებრაელთა მუზეუმში გამართული ღონისძიების დროს შენობის გარეთ სროლის შედეგად ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი დაიღუპა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია კაცი და ქალი. 

შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთში, მე-3 და ეფ ქუჩების რაიონში მოხდა, რომლებიც მუზეუმის, გამოძიების ფედერალური სამმართველოს ოფისისა და აშშ-ის პროკურატურის მახლობლად მდებარეობს.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსმა პამელა სმიტმა განაცხადა, რომ ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე მუზეუმის გარეთ დადიოდა, დაკავებულია. მისი თქმით, ეჭვმიტანილი სკანდირებდა „თავისუფალი პალესტინა, თავისუფალი პალესტინა“.

ისრაელის საელჩო მსროლელის, მსხვერპლის ან თავდასხმის მოტივის შესახებ კითხვებს არ პასუხობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი