ბათუმის „დინამომ“ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

22 მაისი 2025, 09:53 100 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის დასკვნით შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ სტუმრად „თელავი“ 2:1 დაამარცხა და ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მეექვსე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს გიტის პაულაუსკასმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 77-ე წუთზე მოჰამედ ფოფანამ ბათუმელები წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „დინამო ბათუმმა“ 19 აპრილის შემდეგ და მეორე წრეში პირველად მოიგო.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 27 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „ტორპედოსთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი, „სამგურალს“ შეხვდება. დღის კიდევ ერთ მატჩში "გაგრამ" და "გარეჯმა" ფრედ - 1:1 ითამაშეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში