პუტინი კურსკში ჩავიდა

21 მაისი 2025, 10:58 141 ნახვა

ვლადიმერ პუტინი კურსკში ჩავიდა. კრემლის განცხადებით,  გუშინ ვიზიტის დროს პუტინი რეგიონში მოხალისეთა ორგანიზაციებს შეხვდა და კურსკი-II ატომურ ელექტროსადგურს ეწვია.

სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა, თუ როგორ ხვდებოდა პუტინი მოხალისეებს და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს რეგიონში, მათ შორის მოვალეობის შემსრულებელ გუბერნატორ ალექსანდრე ხინშტეინს.

პუტინს თან ახლდა კრემლის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი