პუტინი დროის მოგებას ცდილობს - პისტორიუსი

20 მაისი 2025, 13:33 246 ნახვა

ვლადიმერ პუტინი რეალურად არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობით და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში მხოლოდ დროის მოგებას ცდილობს, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. 

„ის ჯერ კიდევ არ არის მზად რაიმე დათმობაზე წავიდეს, ის მხოლოდ თავისი პირობებით საუბრობს ცეცხლის შეწყვეტაზე, ანუ ნაცნობი პირობებით, როგორიცაა ნატოში არ გაწევრიანება, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა და ბევრი სხვა“, - განაცხადა პისტორიუსმა ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ.

პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ევროპამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაზარდოს მეტი სანქციების დაწესებით, განსაკუთრებით რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში