მოკრივე ლაშა გურული მეორე ბრძოლას უემბლის სტადიონზე ჩაატარებს

20 მაისი 2025, 09:10 238 ნახვა

ლაშა გურული პროფესიულ კრივში თავის მეორე ბრძოლას მიმდინარე წლის 19 ივლისს ლონდონში, უემბლის სტადიონზე ჩაატარებს, – ამის შესახებ მოკრივემ სოციალურ ქსელში დაწერა.

გურულის თქმით, ოპონენტის ვინაობა ახლო მომავალში გახდება ცნობილი, მისი ბრძოლა კი იმ საღამოს პირველი შეხვედრა იქნება.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მძიმე წონის საჩემპიონო ქამრისთვის ერთმანეთს ოლექსანდრ უსიკი და დანიელ დუბუა შეხვდებიან. 28 წლის ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა მარტში ჩაატარა. მან ქალაქ რუსთავში გამართულ „მერტლაბ ბოქსინგ პრომოუშენის“ ღონისძიებაზე განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში