ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის კვირეული იწყება. 2017 წლის ევროპის დღეები უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნება.
კვირეული საზღვრის კვეთის იმიტაციის ფლეშმობით ხვალ, 12:00 საათზე გაიხსნება. დაგეგმილია კონფერენციები, გამოფენები, პოეზიის საღამოები. ევროპის დღეები 12 მაისს დასრულდება.