უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში თურქეთის როლი მნიშვნელოვანია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            