ქართველი კალათბურთელების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს გაირკვევა 

13 მაისი 2025, 13:05 82 ნახვა

დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს. მათ შორის იქნება 12 ევროპული ნაკრები.

წილისყრამდე ფიბა-მ გუნდები კალათებში გადაანაწილა. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია, სადაც, ფინეთისა და თურქეთის გარდა, საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი მოხვდება. ევროპული შესარჩევი ორ ეტაპად ჩატარდება.

ჯერ 32 ნაკრები ოთხგუნდიან 8 ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც მომდევნო ეტაპზე სამ-სამი საუკეთესო გავა და შეიქმნება 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი. აქედან სამ-სამი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი