საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური დაიწყო და ორი მატჩი გაიმართა. „იბერია 1999-მა“ „სამგურალს“ მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ქუთაისში კი „ტორპედომ“ აჯობა „დინამო“ ბათუმს. ეს ტორპედოელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. ქუთაისელებმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს, აი ბათუმელებს კი ზედიზედ ხუთი მოუგებელი მატჩი მოუგროვდათ.
„ტორპედო“ ისევ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ამ დროისთვის მეორეზე მყოფ ბათუმელებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
ერთადერთი გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა 54-ე წუთზე. დღეს ეროვნული ლიგის კიდევ სამი მატჩი გაიმართება. „გაგრა“-„კოლხეთი“; „თელავი“-„დილა“ და „გარეჯი“ „დინამო“ თბილისი.