ტრამპი უოლცის მილერით ჩანაცვლებას გეგმავს

05 მაისი 2025, 09:09 113 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე სტივენ მილერი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ტრამპის თქმით, ამ თანამდებობაზე მაიკ უოლცის შემცვლელს ექვსი თვის განმავლობაში დაასახელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო, რომ უოლცის მიმართ ნდობა დაკარგა და მისი გაერო-ში ახალი თანამდებობა დაწინაურებად შეაფასა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უოლცს გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში