სანდრო ბაზაძის მორიგი მედალი

05 მაისი 2025, 09:05 84 ნახვა

სეულში მიმდინარე გრანპრიზე ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ტურნირზე სამი მოგებული ბრძოლის შემდეგ მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკ ოჰი 15:11 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ კრისტიან რაბთან 10:15 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში