ქალთა ფრენბურთის კლუბი "ბათუმი" ეროვნული ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ხათუნა გიორგაძის გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპზე "თბილისთან" პირველ შეხვედრაში სტუმრად მოგებული 3:0 შეხვედრის შემდეგ მეტოქე საკუთარ დარბაზში 3:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ბათუმელთა მეტოქე ფინალურ შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ორი მატჩის ჯამში "იუჯის" მოუგო.
ფინალის ჩატარების ადგილი და თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.