7 დეკემბერს მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან იჩხუბებს

14 ოქტომბერი 2025, 10:03 110 ნახვა

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამრის დასაცავად მორიგ ბრძოლას 7 დეკემბერს ლას ვეგასში რუს პიტერ იანთან გამართავს. ქართველი იანის დამარცხების შემთხვევაში UFC-ს ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც ერთ კალენდარულ წელში საჩემპიონო ქამარს ოთხჯერ დაიცავს.

დვალიშვილმა იანვარში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ივნისში შონ’ომალის მოუგო, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენს სძლია. მერაბ დვალიშვილისა და პიტერ იანის პირველი დაპირისპირება 2023 წლის 12 მარტს შედგა, ქართველმა რუსი მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

საერთო ჯამში, 34 წლის დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.

რაც შეეხება 32 წლის პიტერ იანს, ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან კარიერაში 24-ჯერ იჩხუბა, ხოლო მისი გამარჯვებით 19 ბრძოლა დასრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში