ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

14 ოქტომბერი 2025, 10:09 92 ნახვა

ბათუმში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მერვე ტურში საქართველოს ქალთა მეორე ნაკრებმა 3:1 დაამარცხა ნიდერლანდების გუნდი. პარტიები მოიგეს: სოფიკო ხუხაშვილმა და სოფიო გვეტაძემ, ხოლო მაკა ფურცელაძემ და ლილე ქორიძემ შეხვედრები ყაიმით დაასრულეს.

ფრე დაფიქსირდა საქართველოს ახალგაზრდულ და ინგლისის გუნდებს შორის, ხოლო საქართველოს პირველი ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა უშუალო კონკურენტთან უკრაინის ნაკრებთან.

დასკვნითი ტურის წინ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება: პოლონეთი – 14 ქულა; გერმანია – 13 ქულა; უკრაინა – 13 ქულა; სომხეთი – 11 ქულა და საქართველოს პირველი ნაკრები – 10 ქულა. საქართველოს ვაჟთა მეორე ნაკრებმა საფრანგეთის ძლიერი გუნდი დაამარცხა.

საქართველოს ვაჟთა პირველმა ნაკრებმა ლიეტუვასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა. მესამე ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა მოლდოვასთან, ხოლო მეოთხე ნაკრები დამარცხდა ბელგიის გუნდთან. 13 ქულით პირველ ადგილებს ინაწილებენ უკრაინა და აზერბაიჯანი.

11 ქულით III–V ადგილებზე არიან ნიდერლანდები, ინგლისი და სერბეთი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში