ბათუმში დასრულდა 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი ‘’ბათუმის თასი’’, რომლის ჩემპიონი ‘’პსვ’’ ეინდჰოვენი გახდა.
ჰოლანდიურმა კლუბმა ფინალურ შეხვედრაში დინამო თბილისს ანგარიშით 2-3 სძლია. ამრიგად დინამო თბილისი ტურნირის მეორე პოზიციაზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი - ,,პორტუს ბათუმმა" დაიკავა.
ჩემპიონატში, ჯამში 8 ქართული და უცხოური გუნდები მონაწილეობდა.
ტრადიციული ტურნირის მიზანი, მოზარდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია და საერთაშორისო ასპარეზზე მათი წარმოჩენის შესაძლებლობაა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე