საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - U20

01 მაისი 2025, 09:12 102 ნახვა

ხაშურში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის, სადაც აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 10 მედალი მოიპოვა. ამათგან სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს. ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ გიორგი კოჩალიძე, საბა სურმანიძე და ლუკა კოჩალიძე.

თორნიკე სოლომონიძე, ლუკა შავაძე და ანრი დავითაძე ბათუმში ვიცე-ჩემპიონების ტიტულით დაბრუნდნენ.  ლუკა ლომაძე, გიგი პაქსაძე, მინდია ხოზრევანიძე და ალექსანდრე ვანაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში