აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა შრი თანედარმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების უზურპაციაში, კორუფციაში დაადანაშაულა და მისი იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა.
„პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარვადგინე. მაშინ, როდესაც ტრამპი უგულებელყოფს კონსტიტუციას, კონგრესს და სასამართლოებს, ის „ამერიკისთვის არ იბრძვის“, არამედ ის მას ანადგურებს და ჩვენს დემოკრატიას რეალურ საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა.
თანედარს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნა შეუძლია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს „რესპუბლიკური პარტია“ აკონტროლებს.