გადამწყვეტი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად

29 აპრილი 2025, 10:15 106 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. 8 მაისს „თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთის ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ ისტორიულ მატჩს გამართავს. მოგების შემთხვევაში ქართველი ხელბურთელები ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებმა, „დედაენის ბაღში“ საჩვენებელი მატჩი გამართეს და გულშემატკივარი თამაშზე პირადად დაპატიჟეს - მათ მაყურებელს საჩუქრად გადასცეს საგულშემატკივრო ატრიბუტიკა. ქართველმა ხელბურთელებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები არიან, გადამწყვეტი მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყეს, დანარჩენები კი ნაკრებს 5 მაისიდან შეუერთდებიან.

2024 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი